მთავარი » 2011 აპრილი 1 » უკეთესი რა შეგიძლია
3:02 PM უკეთესი რა შეგიძლია | |
თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები, მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?! თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ! ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია! თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?! სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია, და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |