მთავარი » 2011 მაისი 27 » უფალო
4:09 PM უფალო | |
შენ ჩემთვის ეცვი უფალო ჯვარს,
ჩემთვის დაღვარე სიმართლის სისხლი. ცოდვით მოსილი ვტრიალებ გარს, თვალებს უზომო გადაჰკრავს ნისლი. შენ ჩემთვის ეცვი უფალო ჯვარს, ჩემი ცოდვებით ტკივილს გიღრმავებ. მე ახლა შენს წინ მდგარ ცოცხალ-მკვდარს ვერ შემიცვნია სულის სიბრმავე. შენ ჩემთვის ეცვი უფალო ჯვარს განა ვერ ვხვდები რომ ვარ უღირსი ხატებთან დგომაც სირცხვილით მწვავს ან ვიმსხურებ დგომას უფლის წინ? შენ ჩემთვის ეცვი უფალო ჯვარს მე ვიყავ შენი გამცემი მოძმე. შენი სიწმინდის მე ახლა მწამს მზად ვარ, უფალო მე შენთვის მოვკვდე. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |