მთავარი » 2011 » ივნისი » 10 » უსათაურო!
3:23 PM
უსათაურო!

მინდორი. გაუთავებელი სიმწვანე.
შორს, იქ სადაც თვალსაც ვერ აწვდენ, მკვეთრი ჰორიზონტი ყოფს მწვანე ხავერდის ზეწარს და ლურჯ, უძირო ცას.
ფუმფულა მინდვრის ხალიჩა მორთულია ულამაზესი, ალისფერი ყაყაჩოების ფენით.
ღმერთო ჩემო, რა სიმშვენიერეა! ასეთი სულის ამაფორიაქებელი სილამაზე ცხოვრებაში არ მინახავს.
სიხარულით და ჰარმონიით აღსავსე გული სწრაფად მიცემს,ხარხარებს.
დავრბივარ. ვკისკისებ.
აი ამ მომენტში მართლა მივხვდი რომ ცხოვრება მშვენიერია, და მეტი არაფერზე არ მინდოდა ფიქრი.
რა ჯობია ამ სიმწვანეს, ბულბულივით ნაზ და სათუთ ბალახში ჩაწოლას, როდესაც ღაჟღაჟა წითელ კაბაში შემოსილი ყაყაჩოები ღიმილით დაგყურებენ და ნაზი სიო ყურში ჩაგჩურჩულებს თავის მელოდიას.
მზე. გათბობს, გეალერსება თავისი ნაზი, თბილი სხივებით, ნაზად გიღაჟღაჟებს ლოყებს.
ღრუბლები... დღეს არ არიან ჩვენთან ერთად. მარტო მოკრიალებული, ლურჯი – ლურჯი, უძირო, იდუმალი ცა.
მისი უფსკრული მიზიდავს, მეძახის, თან მიწვევს.
იგი მუქდება, მუქდება... და უეცრად ის სულ შავია. მზე კი ისეთი ნაზი და მოალერსე აღარაა, იგი ეხლა გახურებული წითელი, ცეცხლოვანი ბურთია და თავისი სხივებით გწვავს, მწარედ გკბენს.
ნაზი სიოს და ჩიტების გალობის ნაცვლად მესმის საშინელი, ამაზრზენი ხმები.
შეშინებული წამოვხტი. გულის ცემა ტვინში მარტყავს.
სადღაა მწვანე მინდორი და წითელი ყაყაჩოებიი ... ირგვლივ მარტო ხრეში და ტალახია.
უეცრად ერთ მხარეს, ვით მთები აიშოლტნენ შავი, დაჩრდილული ცათამბრჯენები.
მეორე მხარეს ზედიზედ, ვით ჯარისკაცები რიგში ეწყობიან ქვები.. სასაფლაოს ქვები.
მზე თვალებს მწვავს, იგი მთელ თავის ცოფს ჩემზე იყრის. ჰაერი მახრჩობს.
ხმები,ყველა მხრიდან საშინელი, აუტანელი ხმები მაყრუებენ, სულს მიკრავენ, თავბრუს მახვევენ, მგუდავენ... ალყაში ვარ მორტყმული.
ღმერთო ჩემო რა ხდებაიი?
თვალებს ვახელ. ისევ ლურჯი ცა, თბილი მზე, ნაზი სიო.
მადლობა ღმერთს, ეს მარტო ყაყაჩოების მტვრის მიერ გამოწვეული სიზმარი იყო...
მაგრამ მეც და თქვენც იცით, რომ ის დღე დადგება, როდეასაც სილამაზეს აზრი არ ექნება. მშვენივრად ვიცით, რომ ჩვენთვითონ ვიღუპავთ თავს, მაგრამ მაინც ჩვენსას ვაწვებით...
იმედია მე ამ ყველაფერს არ მოვესწრები.
მაგრამ წამოზომი უკვე კარგი ხანია ჩართულია .
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 876 | დაამატა: Alone-Loney | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]