მთავარი » 2011 » იანვარი » 6 » უშენო ახალი წელი
8:18 AM
უშენო ახალი წელი
 
თორმეტს სწორი გაყინული ისრები
და ამ წუთას მე თეთრ ფიფქებს ვიჭერდი,
უშენობით დაკარგული ფიქრები
და მე ამ დროს ფანჯარასთავ ვიჯექი.

ვიჯექი და ვუყურებდი ფერად ცას,
სევდიანი, მორცხვი ცრემლი აწვა თვალს,
შენ გამო რომ ვერ ვპოვებდი ვერვის სხვას,
მით ვყურებდი თოვლში ჩაფლულ, ღია კვალს.

ირგვლივ ყველა მხიარულად გალობს,
სიცილი აქვს ყველას გულში, ჩემ გარდა,
ჩემი გული სევდით სავსე წვალობს
და სხვებისთვის ეს სამყარო აყვავდა.

მე კი ვეძებ შენსსა მსგავსსა ყვავილებს,
მაგრამ ვიცი, რომ ვერ ვპოვებ ვერსად,
შენნაირად ულამაზეს ადგილებს,
ვერცა ნახავ ვერებ ერთადერთსა.

მე კი ვზივარ ფანჯარასთან, ვფიქრობ
და ფიფქები ჩემ თვალისწინ ჩერდება,
ფანტელებში მე შენ სახეს ვიცნობ
და ტკივილი ისევ გამახსენდება.

მახსენდება შენი ნაზი ღიმილი,
შენი ნაზი სახე გამახსენდება,
მხოლოდ შენი მხიარული სიცილი
და ამავდროს ცაზე უკვე თენდება.

ვარსკვლავები ლურჯ-თეთრ ცაზე ყვავიან,
ახალი წლის სევდისმომგვრელ ჟამიან,
ისინი ხომ მხოლოდ შენთვის არიან,
მენატრები, მენატრები ძალიან!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1247 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]