მთავარი » 2010 დეკემბერი 25 » უსიყვარულოდ
0:57 AM უსიყვარულოდ | |
არ ვიცი რამდენჯერ
დავიწყე წერა და რამდენჯერ დავანებე თავი. იმის გულისთვის რომ არ მინდოდა
ვინმესთვის მეთქვა, გამემხილა ჩემი გულის საიდუმლო, მაგრამ მეტი აღარ
შემიძლია არ ვიცი როგორ მოვიქცე რა გავაკეთო. იმედია ეხლა მაინც ჩავალ
ბოლომდე, იმედია. იმედია იმისიც რომ ამ წერილის შემდეგ დაცინვით არავინ
შემომხედავს. მინდა ვისაუბრო იმაზე თუ როგორი უბედო ვარ, ალბათ სხვა, სხვა
რამეს დაარქმევს ამას, მაგრამ მე უბედობას, სიყვარულში უბედობას
დავარქმევ.� მოდით დავიწყოთ იმით, რომ ცხოვრებაში არასოდეს არ მიგრძვნია გოგოსგან სიყვარული, ელემენტალური გოგონებს არასოდეს სურდათ ჩემთან ურთიერთობა გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როცა ვჭირდებოდი ანუ რაღაც ჰქონდა გასაკეთებელი, სამწუხაროდ ეს სიტუაციაც არ იყო ხშირი, ძალიან იშვიათად. ამის გამო მთელი ბავშვობა და გარდატეხის ასაკი მარტოობაში გავატარე, უსიყვარულოდ, მარტოობამ კი ოცნება მასწავლა. ალბათ ბევრ თქვენგანს უოცნებია დაა იცის როგორია ოცნება. სტუდენტობის პერიოდში მესამე კურსზე, მოხდა ის რამაც საბოლოოდ ჩაწყვიდა ის ბოლო ძაფიც, ის ბოლო იმედიც, რომელის ჩემს გულში არსებობდა ყველაფერი კი ესე იყო. მომეწონა ერთი გოგო, სახელს არა აქვს მნიშვნელობა, მაინც მიხვდება მასზედ რომ ვწერ, ვერაფრით ვბედავდი რომ მეთქვა მაგრად მომწონხარმეთქი, არადა ყოველ მის დანახვაზე საოცარი რამ მემართებოდა, გული საშინლად მიჩქარდებოდა და მისალმების გარდა ვერაფერს ვეუბნებოდი, ბევრი ღამე გამითევია მასზედ ფიქრში, ვუცქერდი მის სურათებს FACEBOOK-ში 24 საათი. რამოდენიმე თვის შემდეგ უფრო ვაბოდებდი.. დავუკავშირდი იმ გოგოს ფოსტის საშუალებით შეცვლილი სახელით და ვწერი უამრავ მესიჯებს, რომ არსებობს შენს გვერდით ადამიანი ჩემი სახით რომელსაც ძალიან ძალიან უყვარხართქო. მისვლა, თვალებში ჩახედვა და თქმა ვერ გავბედე, ვერ გავბედე იმიტომ რომ უარს მეტყოდა, უარს მეტყოდა იმიტომ რომ არ ვარ სილამაზით ბუნებისაგან დაჯილდოებული, და ალბათ მას არაფერი არ მოეწონებოდა ჩემში, და თან მისი ჯგუფელიც რომ აღმოვჩნდებოდი. . . . ? ? ? ? ამ ყველფერმა თავისი ქნა და ბოლო მესიჯი რომელიც მივწერე იყო შემდეგნაირი "მშვიდობით შენ სიყვარულს გულშ ჩავიკლავ". მართლაც ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა, მაგრამ მისი სახე გონებიდან არ მშორდებოდა ყველაფერზე ის მელანდებოდა, ყველგან მახსენდებოდა. რამოდენიმე დღის წინ როდესაც უნივერსიტეტში მე-3 სართულიდან ჩამოვდიოდი ის დავინახე რომელიც ჩემკენ მოდიოდა, უფრო სწორად დეკანატში. მის დანახვაზე ადგილიდან ვერ გავინძერი არ ვიცი რა ვიგრზენი იმ წამს რა გავიფიქრე, მხოლოდ ჯგუფელის ხმამ გამომიყვანა მდგომარეობიდან "წამო დროზე ქსეროქსი გავაკეთოთო". არ ვიცი რა გავაკეთო ბევრჯერ მიფიქრია აქედან სადღაც შორს წასვლაზე, გადაკარგვაზე სადაც არავინ იქნება. უკვე დავიღალე ჩემი ცხოვრებით. ჩემი უბედობით. იმედია ჩემი ცხოვრების საიდუმლოს გამხელით არავინ შევაწუხე, თუ შეწუხდით ძალიან დიდ ბოდიშს მოგიხდით.. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |