მთავარი » 2011 » მაისი » 28 » უსიყვარულოდ არც ყვავილია ,
11:34 AM
უსიყვარულოდ არც ყვავილია ,
უსიყვარულოდ არც ყვავილია ,
არც ნამი დილის,
უსიყვარულოდ ტირიფია და
ისიც ტირის.
უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს,
ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს
და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი
თმაგაწეწილი ქალივით ტირის.

***




მე ეხლა ვხვდები რატომ სვამენ ღვინოს კაცები
თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის
გააბოლებენ და ბახუსის ფრთებით დადიან
დამისხით ღვინო უნდა ვიგრძნო ძალა ამ ღმერთის
თამბაქოს კვამლმა იქნებ ღამე გამათევინოს
დამალევინეთ,გეხვეწებით,დამალევინეთ
ოღონდ არცერთი სადრეგრძელო არ მათქმევინოთ
მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს
და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით
შენი სიცოცხლის სადღეგრძელო მინდა დავლიო
და შენი სული მინდა ჩავისუნთქო რუხი კვამლივით.



***


თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!
თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!
სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,
და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია
გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!



კატეგორია: ლექსები | ნანახია: 894 | დაამატა: Alone-Loney | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]