მთავარი » 2011 » ივნისი » 5 » დაიგვიანა ზაფხულის სითბომ
6:29 PM
დაიგვიანა ზაფხულის სითბომ
დაიგვიანა ზაფხულის სითბომ,
დაიგვიანონ იქნებ წვიმებმაც.
ჟღერენ გრძნობანი. არა ჩვენს შორის
სასიყვარულოდ გაბმულ სიმებად. . .
მხიბლავს ვაჟების თან მდევი მზერა,
მართობს ქალების ყმაწვილქალობა,
თვალი შენს თვალებს თუ ჩააშტერდა,
უნდა ჩათვალო ალბად წყალობად.

მოვა, მერწმუნე, ის მაიმც მოვა,
ყვავილებიან, ფრიალა კაბით.
მოვა იმედით, თვალთა ციმციმით
ხუჭუჭი თმით და ნაძერწ ნიკაპით.

შენკი დახვდები ყვავილთა კონით
სიყვარულიან, თამამი მზერით.
შენ გაოცება გეტყობა მგონი,
ის მოგოგმანებს ვითარცა მწყერი.

ცა კი იისფერს ასხივებს წამებს
დაგნათით თავზე სხივთა კულული
თვალი ვერ ამჩნევს მის მეტს სხვა რამეს
დღეა გრძნობებით ჩამობურული.

ის მოდის ! . . მოდის ! . . შენც წინ მიიწევ,
ღრუბელნი თქვენ ფეხთ ქვეშ ეგებებიან
და ანთებული თქვენი თვალები
ერთ–ურთს მახვილად ეგებებიან.

და მე ამ სურათს შორიდან ვუმზერ,
სხივ–ჩრდილიანი მგზავრის იერით,
სალოცავ გრძნობას ლექსებით ვუმღერ,
ტრფობის ლოცვაა, ყოვლად ძლიერი.

მოვა ზაფხულის ნანატრი სითბო,
იქნებ დასრულდეს ტანჯვა–წვალება,
ფიქრი ამაზე იმედებს მითბობს
და ვუმზერ ამინდს, ასე ცვალებადს.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 893 | დაამატა: Alone-Loney | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]