მთავარი » 2011 ივნისი 5 » მე შენმა ფიქრმა მიმარინდა
6:43 PM მე შენმა ფიქრმა მიმარინდა | |
მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა! ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა! ვარდის ბაგენი შვენიერად სხვა მაპირებსა! ჩემებრ უწყალოდ მიიყვანებ გასაკვირვებსა! როდეს იქნება, შემომხედო გულსა მწირებსა! ეტლ-შვენიერად მოარული გამჰსგავსე მთვარეს; შენის ეშყითა მასა შევჰსტრფი, დამე ვვლი გარეს; უცხო შევიქენ ცნობისაგან, ვარ ჭირსა მწარეს; უსამართლობამ, მიკვირს, როგორ ვერ შეგაზარეს! არ ვიცი, ვისსა გაჰსწყობიხარ რჯულსა, ფირებსა? თვით შენმა გულმა კარგად იცის, ვარ შენი მკვდარი; შენმან სურვილმან ჩამოლია გული კლდე-მყარი. პირველ შაქრისა გემო იყავ, ახლა ხარ მწარი; სამართლიანი გზა დააგდე, დამიხშევ კარი! ვინც რომ ამ ჭირში დამინახავს, დამიტირებსა! მე ტკბილის გულით შემოგყურებ, შენ მემალები; გინდა რომ მოვჰკვდე შეუყრელი, არ გებრალები! რამდენის რიგით ცეცხლით დამწვი, მით მჭირს ძალები! შენსა ბესიკსა შენი მოჰკლავს ცეცხლის ალები… ერთხელ აღირსე შენი ხილვა შენსა მზირებსა! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |