მთავარი » 2011 » სექტემბერი » 21 » ტატუს სიმბოლიკა
7:02 PM
ტატუს სიმბოლიკა
საქართველოში ტატუ რამდენიმე წელია პოპულარული გახდა. მას, ძირითადად, ახალგაზრდები იკეთებენ. ბევრისთვის ტატუ „მარიაჟობად" და „კაი ტიპობად" აღიქმება. თუმცა, ჯერ კიდევ ათი წლის წინ ტატუს „ნაკოლკას" ეძახდნენ და მას მხოლოდ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები იკეთებდნენ. მათ სამყროში ყველა სიმბოლოს თავისი დანიშნულება გააჩნდა და თუ სიმბოლოს ტარების უფლება არ გქონდა, ისჯებოდი. „ნაკოლკას" შენი სურვილის მიხედვით ვერ გაიკეთებდი და თუ თვითნებობას გამოიჩენდი და ამას მაინც გაბედავდი, შესაძლოა, საკუთარი სიცოცხლითაც კი გეგო პასუხი. აკრძალვები დღეს აღარ მოქმედებს, თუმცა, ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თქვენს სხეულზე გამოსახული „მგლის თავის" მნიშვნელობის ახსნას არავინ მოგთხოვთ.

თუმცა, ტატუს ქურდული სამყაროს წარმომადგენლებამდე ველურ ტომთა ბელადები ატარებდნენ. მაგალითად, პოლინეზიაში ტატუ ადამიანის საზოგადოებრივ მდგომარეობაზე მიანიშნებდა. იქ სწამდათ, რომ სხეულზე გამოსახულ ორნამენტებს მაგიური ძალა გააჩნდათ და ხშირად ბრძოლისა და ნადირობის წინ შესაბამის ფიგურებს იხატავდნენ სხეულზე. სჯეროდათ, რომ ამით განსაცდელისაგან იქნებოდნენ დაცულნი და გამარჯვებასაც უფრო ადვილად მიაღწევდნენ.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ტომის ბელადები აღარავის ახსოვდა, აღარ ახსოვდათ მათი მოხატული სხეულებიც, მაგრამ ევროპაში გამოჩნდნენ მეზღვაურები, რომლებიც თავისი უცნაური გარეგნობით შიშის ზარს სცემდნენ მოსახლეობას. ეს ყველაფერი მეზღვაური ჯონ რეზერფორდის გამოჩენამდე იყო. ველური ტომების ათწლიანი ტყვეობიდან დაბრუნებულმა ჯონმა პატარა ბიზნესი წამოიწყო და ინგლისელებს თავის ტანზე გამოსახული ცხოველებისა და ჩიტების ნახვის სანაცვლოდ ფულს ართმევდა.
ტატუს კულტურა ევროპაში 60-იან წლებში, ჰიპების მოძრაობასა და როკმუსიკასთან ერთად დამკვიდრდა. დღეს აღარავის უკვირს ოდესღაც მონებისთვის განკუთვნილი დამღის ტარება. თუმცა, ყველა რელიგია, ბუდიზმის გარდა, ტატუს კრძალავს და დღემდე თავის დადაღვად მიიიჩნევს.

აღმოჩნდა, რომ ტატუს სამედიცინო დატვირთვაც აქვს. მასაჩუსეტსის დრაპერის სახელობის ლაბორატორიაში შეიმუშავეს სპეციალური მელანი, რომელიც კანის შიგნით, გლუკოზის დონის მიხედვით ფერს იცვლის. შესაბამისად, დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს გლუკოზის შემცველობაზე ტესტების გაკეთება აღარ მოუწევთ, მათ ხომ უკვე „ნანომელნიანი" ტატუ აქვთ.

საქართველო ტრადიციული ქვეყანაა და ტატუირებულ ახალგაზრდებს დიდად არ სწყალობენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ტატუირებულთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

სიმბოლიკა: კატა- როგორც ამბობენ ხოლმე ძაღლებს გაურბის კრისებს დასდევს. დელფინი-თავისუფლებისა და სიყვარულის სიმბოლო. ჯვარი- უკვდავების სიმბოლო. თვალი- ავი თვალისგან დამცველი და ბედნიერების მომნიჭებელი. თუთიყუში- ბირმის მოსახლეობა წარმატების მოსაზიდად იხატავდა.
ზვიგენი - წინააღმდეგობა, გამოყენებითობა
თავჩაქუჩა ზვიგენი - სიძლიერე, ძალაუფლება, გადაწყვეტილება
კუ - გიდი, ოჯახი, ნავიგატორი
ვეშაპი - ოჯახი, დაცვა
დელფინი - ჰარმონია, მეგობრობა, დაცვა
ნიჟარა - სიყვარული, ინტიმურობა, დაცვა
სამფეხა ბორჯღალო - მარადისობა და ერთიანობა, სიკვდილი, კვლავ სიცოცხლე
ლომი - გამბედაობა, სამეფო
ხვლიკი - წარმატება, სიცოცხლე
მერცხალი - თავისუფლება, კარგი სიახლე, დაცვა
ჩიტები - თავისუფლება და ღმერთთან კავშირი
პეპელა - სული, ტრანსფორმაცია
დრაკონი - მაგია, ტრანსფორმაცია, ცოდნა, სიბრძნე
ფენიქსი - უკვდაობა,მარადისობა, ხელახალი დაბადება, აღდგომა
გვიმრა - ხელახლა გაზრდა, სიახლის დასაწყისი
ხვეულები - მარადი სიყვრაული
მგელი - ერთგულება
კატა - ცვლილება, ადაპტურობა, გამოყენებითობა
ცეცხლი - ცვლილება, ხელახალი დაბადება, ტკივილი
ტალღები, წყალი - თანმიმდევრულობა ცვლილებების განმავლობაში, სიცოცხლე
წრე, დისკო - ცხოვრების წრე, ერთიანობა, წარმავლობა
მზე - მარადისობა, სიხარული, სიცოცხლე
მთვარე - ქალურობა, ნაყოფიერება
ვარდი - სრულყოფილება, სიყვარული
ლოტოსი - სრულყოფილება, უბედურების დაძლევა, ბალანსი
ხარი, ვიკინგის ნაჯახი - მეომარი
ორქიდეა - შარმი, სილამაზე
ქორი - სიახლის დასაწყისი
არწივი - თავისუფლება, ძალა
პუმა - სიძლიერე, სიმტკიცე
ლეოპარდი - საშიში ელეგანტურობა
ვეფხვი - სიძლიერე და სილამაზე
გრიფონი - ძალა და სრულყოფილება
სალამანდრა - ენერგია
პეგასი - შთაგონება და ამაღლება
ფრთოსანი მარტორქა - სიყვარული სექსუალურობა
ცხენი - სიძლიერე და ნაყოფიერება
მორიელი -საშიშროება

ტატუს სიმბოლიკა

ტატუს სიმბოლიკა

ტატუს სიმბოლიკა

ტატუს სიმბოლიკა

ტატუს სიმბოლიკა

ტატუს სიმბოლიკა
კატეგორია: სხვა | ნანახია: 3628 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.5/6
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]