|
მინდა შემოგწირო ჩემი სიყვარული, ჩემი ოცნებები, ჩემი სიხარული, ჩემი ამბორი ხარ ვნებაარეული,
| |
|
გემუდარები ორგულობა არ დამაბრალო, არ დაიჯერო , განშორებამ გრძნობა გასრისა, არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას,
| |
|
" მე არ მითხოვია შენთვის სიყვარული, მე არ მითხოვია შენთვის შებრალება, მე ბედნიერი ვარ ჩემი სიყვარულით, შენ კი არაფერს გთხოვ არ მსურს მოწყალება,
| |
|
წუხელ სიზმარში შენ დაგინახე თითქოს შენს სახეს ვეფერებოდი, ცხადში ვიცი რომ ეს არ მოხდება სიზმარში კოცნას გევედრებოდი.
| |
|
უსიყვარულოდ არც ყვავილია , არც ნამი დილის, უსიყვარულოდ ტირიფია და ისიც ტირის.
| |
|
შენზე ოცნებებს ვეღარ იტევს ჩემი სამყარო, ხანდახან მინდა ჩემს სალოცავ ხატად გაგხადო, შენს ლამაზ თვალებს მსურს დავუნთო თაფლის სანთელი და მოგაშორო თუ კი რამ გაქვს გულზე ნაღველი.
| |
|
მე დავიბადე აპრილის თვეში, ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან, მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.
| |
« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 25 26 » |